დნიპროში, დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა – დაჭრილია 64

დნეპროპეტროვსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, დნიპროში დაღუპულთა რიცხვი 9-მდე, ხოლო დაჭრილთა რაოდენობა 64-მდე გაიზარდა.

„უკვე 9 დაიღუპა, მათ შორის 15 წლის გოგო… ხოლო 64 დაჭრილი – 59 ჰოსპიტალიზებულია, დანარჩენები მკურნალობას სახლში გადიან. რუსულმა რაკეტამ დნიპროს ათეულობით ოჯახს მწუხარება მოუტანა. დადგება ანგარიშსწორების დრო”, – წერს რეზნიჩენკო

ნახეთ ასევე: ოკუპანტებმა დნიპროში კორპუსები დაბომბეს