ნარმანია: არ მგონია, რომ ეს იყოს ამომრჩევლის მოსყიდვისკენ მიმართული ღონისძიება

აუდიტის სამსახურში საკრებულოს ფრაქციაქართული ოცნებისთავმჯდომარის რიმა ბერაძის დაბარებას  და ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო ფაქტს თბილისის მერი დავით ნარმანია ეხმიანება და ამბობს, რომ პედაგოგებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებისთვის გამართულ საქველმოქმედო აქციაში მოსყიდვას ვერ ხედავს.

– არ მგონია, რომ ეს იყოს მაინც და მაინც ამომრჩევლის მოსყიდვისკენ მიმართული ღონისძიება. ეს იყო უფრო მეტად საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიება, რომელიც გაცილებით უფრო ადრე დაიგეგმა. იცით, რომ წელს ცოტა არაორდინალურ საარჩევნო ვითარებაში ვართ, თუმცა ჯერ ის მთავარი პერიოდი, რასაც ჰქვია ორთვიანი წინასაარჩევნო პერიოდი, როდესაც მსგავსი რამ იზღუდება, ის ძალაში არ არის შესული. ამიტომაც ეს საკითხი სადაოა“- განაცხადა მერმა.

კომენტარის დატოვება