დნიპროში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

უკრაინის ქალაქ დნიპროში ხელისუფლებამ ოკუპანტების მიერ სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთათვის სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

გუშინ 14 იანვარს ოკუპანტებმა დნირპოში საცხოვრებელი უბანი დაბომბეს.

ბოლო ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, მათ შორისაა ერთი ბავშვი. დაშავდა 73. სამძებრო-სამუშაოები გრძელდება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დანგრეული შენობიდან 39 ადამიანი გამოიყვანეს, საიდანაც 6 ბავშვია.