დნიპროში, ოკუპანტების მიერ კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

დნიპროში, ოკუპანტების მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დარუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა, მათ შორისაა ორი ბავშვი. ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.

მისივე ცნობით, მაშველებმა 39 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. დაშავებულია 75, მათ შორის 14 ბავშვია. სამძებრო-სამუშაოები გრძელდება.

ოკუპანტებმა დნირპოში საცხოვრებელი კორპუსი, გუშინ 14 იანვარს დაბომბეს. დნიპროში ხელისუფლებამ სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთათვის სამდღიანი გლოვა გამოაცხადა