სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე დაკავებულ ექვსივე პირს სასჯელი შეუმცირა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 5 ივლისს, ჟურნალისტების და ოპერატორების მიმართ ძალადობაში მსჯვარდებულები პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე მაია თეთრაულმა მსჯავრდებულებს, დავით კუტალაძეს, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძესა და გია გიგუაშვილს, ერთი წლით შეუმცირა სასჯელი და 4-4 წლით პატიმრობა შეუფარდა.

სააპელაციო სასამართლომ რადიკალური ჯგუფების წევრები ძალადობის ჯგუფურად ორგანიზების მუხლში გაამართლა.

პირველი ინსტაციით მათ სასჯელის სახედ 5 წლით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.

განაჩენის გამოცხადებას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. პრორუსული ჯგუფების მხარდამჭერებმა სასამართლო დრბაზი შეურაცხმყოფელი შეძახილებით დატოვეს.