დნიპროში, საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

დნიპროში, რუსი ოკუპანტების მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია. ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო და საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

ბოლო ინფორმაციით, მაშველებმა 39 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს, მათ შორისაა 6 ბავშვი. დაბომბვის შედეგად დაშავებულია 75 ადამიანი, საიდანაც 14 ბავშვია.

ამ დრომდე ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

ოკუპანტებმა დნირპოში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი 14 იანვარს დაბომბეს. დნიპროში ხელისუფლებამ სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთათვის სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.