გელათის ტაძრის წინამძღვარი, სხეულის დამწვრობის გამო, კლინიკაში გადაიყვანეს

გელათის ტაძრის  წინამძღვარი, მამა იოსებ ბურჯანაძე კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მან დაზიანებები კელიაში გაჩენილი ხანძრის გამო მიიღო.

მამა იოსებ ბურჯანაძე ქუთაისის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, მას სხეულის 50%-მდე აქვს დამწვარი. იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.