„აპირებენ მოკლან თვითონ და დააბრალონ დასავლეთს” – გიული ალასანია ივანიშვილის დეპუტატების განცხადებაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია „ოცნებიდან” ფორმალურად განდგომილების – „ხალხის ძალის” განცხადებას ეხმაურება, სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალების შემთხვევაში პასუხისმგებლობა „პატრონებს” ეკისრებათ:

„რომ შევდიოდი [სააკაშვილთან] მკითხეთ ე.წ. განდგომილების განცხადებაზე, რომლებიც სულაც არ არიან განდგომილები და უმრავლესობის წევრები არიან. დღეს ეს განცხადება მსჯელობის საგანი გახდა ბევრგან, სადაც აღმოვჩნდი. საერთო აზრით, ეს განცხადება ძალიან შემაშფოთებელია და იკითხება, როგორც მუქარა, რომ თვითონ აპირებენ რომ მოკლან და თითი გაიშვირონ დასავლეთისკენ”. – განაცხადა გიული ალასანიამ.

ნახეთ ასევე: სააკაშვილს „პატრონები” მოკლავენ – „ხალხის ძალის” სახიფათო განცხადება