ოკუპანტების მიერ გატაცებული 125 ბავშვი უკრაინაში დააბრუნეს

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლისა და უფლებამოსილი წარმომადგენელის ბავშვთა უფლებებისა და რეაბილიტაციის საკითხებში, დარია გერასიმჩუკის ცნობით, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის არმიის მიერ გატაცებული 125 ბავშვი უკრაინაში დააბრუნეს.

„ჩვენ მოვახერხეთ რუსეთის არმიის მიერ გატაცებული და დეპორტირებული სულ მცირე 13 899 ბავშვის მონაცემების იდენტიფიცირება და გადამოწმება და სამწუხაროდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ 125 ბავშვი დაბრუნდა სახლში. როგორც ჩანს, ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ ყოველი ერთეულის უკან უკრაინელი ბავშვის, ასეთი მნიშვნელოვანი ბავშვის ბედი დგას”, – განაცხადა გერასიმჩუკმა.

ცნობისთვის, პუტინის ომს უკრაინაში უკვე 456 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 1353-ზე მეტი.