ირაკლი კობახიძე „იმედის” სტუდიიდან CNN-ს აკრიტიკებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „იმედის” ეთერიდან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ მედიას, CNN-ს უპირისპირდება და დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

„ეს ხომ CNN-ია და არა TV პირველი ან მთავარი არხი, ნაცმოძრაობის ჯიბის ტელევიზიები, ხო. როდესაც CNN-ზე ასეთი მასშტაბის ტყუილი ჟღერდება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ არის რაღაც სერიოზული ძალა, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ საქართველოს შეუქმნას ხელოვნურად პრობლემები. მიზანი ამ ხელოვნურად პრობლემების შექმნის შეიძლება იყოს ერთი – ესკალაცია და საბოლოო ჯამში ამ ესკალაციის საბოლოო შედეგი უნდა იყოს რა თქმა უნდა მეორე ფრონტი…

…გუშინ CNN-ზე გაჟღერდა მარტივი ტყუილი” – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.