თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ საკაშვილის პროცესი დაიწყო. სასამართლო სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეს განიხილავს.

სხდომაზე ცენტრ „ემპათიას” ექსპერტები გამოიკითხებიან. კითხვებს პასუხებს ნევროლოგი და ფსიქიატრი გასცემენ.

დღესვე დაგეგმილია კლინიკა „ვივა მედის” ერთ-ერთი ექთნის გამოკითხვაც, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მომვლელი ექთანია.

თავად მესამე პრეზიდენტი უკიდურესად დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღევანდელ პროცესს დისტანციურადაც ვერ ესწრება.