„სხდომაზე ჩართვასაც ვერ შევძლებ, ღამე გონება დავკარგე, დავეცი, ძალიან სუსტად ვარ” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკიდურესად დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დღევანდელ სასამართლო პროცესს ვერც დისტანციურად ვერ ესწრება.

სასამართლო პროცესზე პენიტენციურის მიერ წარდგენილ ოქმში მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ გუშინ გონება დაკარგა, ძალიან სუსტადაა და სხდომაზე დისტანციურად ჩართვასაც ვერ შეძლებს.

პენიტენციური ოქმში წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს დისტანციურად დასწრება შესთავაზეს, რაზეც მესამე პრეზიდენტმა აღნიშნული მინაწერი გააკეთა:

„ჩართვასაც ვერ შევძლებ, გუშინ ღამე გონება დავკარგე, დავეცი, ძალიან სუსტად ვარ” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მძიმე მდგომარეობის გამო, მესამე პრეზიდენტის ტრანსპორტირების რეკომენდაცია „ვივა მედმაც” არ გასცა.

სასამართლო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საქმეს განიხილავს.

ნახეთ ასევე: თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს