ვულოცავთ ჩვენ მუსულმან თანამემამულეებს წმინდა რამაზანის დღესასწაულს

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს წმინდა რამაზანის დღესასწაულს ულოცავს.

„ვულოცავთ ჩვენ მუსულმან თანამემამულეებს წმინდა რამაზანის დღესასწაულს. ეს დღე სრულიად განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია თითოეული მუსლიმანისთვის. ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ- დიდი კულტურა და ისტორია გვაქვს თანაცხოვრების. ვუერთდებით თქვენს რელიგიურ სიხარულს. დარწმუნებულები ვართ, ყველა ერთად, ტოლერანტობითა და სიყვარულით, ვიცხოვრებთ ერთიან და ძლიერ საქართველოში“

კომენტარის დატოვება