120 760 განადგურებული ოკუპანტი | რუსეთის საბრძოლო დანაკარგები უკრაინაში

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში დაახლოებით 120 760 ოკუპანტია განადგურებული.

უკრაინაში ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი 24 თებერვლიდან 2023 წლის 22 იანვრამდე ასეთია:

ტანკები – 3 145 (+5), ჯავშანტექნიკა – 6 268 (+12), საარტილერიო სისტემები – 2 144 (+9), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 445 (+2).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 220 (+0), თვითმფრინავი – 287 (+0), ვერტმფრენები – 277 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1892 (+1), ფრთოსანი რაკეტები – 749 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 17 (+0).

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4 932 (+14), სპეციალური ტექნიკა – 193 (+0).