„ცარიელი ძვლებია დარჩენილი” – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

„კატასტროფული მდგომარეობაა, ცარიელი ძვლები დარჩა. ნეკნები აქვს წამოყრილი და მუცელი საერთოდ აღარ არსებობს. ხერხემალი მოჩანს”, – ამის შესახებ პოლიტპატიმარი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად მკურნალობისა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, პირიქით, უარესდება.

„კეთდება გადასხმები, მაგრამ ეს ადამიანი ყოველდღიურად უარესად ხდება. აბა, რანაირი მკურნალობაა? ე.ი. შედეგი ხომ არ აქვს ამ მკურნალობას? ხომ ხედავთ, როგორი გამოცოცხლებაა და ინტერესი დასავლეთიდან? ეს ამათ არ შერჩებათ.” , – აცხადებს გიული ალასანია.