გაუარესებული მედიაგარემო საქართველოში | კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ბერლინში შეხვედრას მართავენ

ბერლინში, ბუნდესტაგში ქართული კრიტიკული მედიის წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ.

შეხვედრის თემა საქართველოში არსებული მედიაგარემოა.

შეხვედრაზე იმყოფება „მთავარი არხის” იურისტი თამთა მურადაშვილი, „ფორმულას” დირექტორი ზუკა გუმბარიძე და ნიკა გვარამიას მეუღლე სოფო ლილუაშვილი.

მედიის წარმომადგენლები კანონმდებლებს ინფორმაციას მიაწვდიან საქართველოში მედიამენეჯერების სისხლისსამართლებრივი დევნისა და ზეწოლის ფაქტების შესახებ.

„ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ერთად ვისაუბრებ იმაზე, რომ ყველაზე კრიტიკული არხის მედიამენეჯერის, ნიკა გვარამიას უკანონო და პოლიტიკური პატიმრობა არ არის მხოლოდ მისი პერსონალური პრობლემა და ეს ზიანს უქმნის მთელ მედიაგარემოს, აჩენს დაუცველობის შეგრძნებას”, – განაცხადა სოფო ლილუაშვილმა.

შეხვედრა „თანამედროვე ლიბერალიზმის ცენტრის” და გრასის ორგანიზებით იმართება.