თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა

თბილისში, ლილო არენასთან ავტოსაგზაო შემთხვევას 14 წლის გოგო ემსხვერპლა. დაშავდა 3 ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276 მუხლით დაიწყო. ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.