ხულოში ხუთსულიანი ოჯახის სახლი დაიწვა

ხულოს სოფელ წაბლანაში 5-სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ბათუმელები” ავრცელებს.

დამწვარია ხის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი.

„ხანძრის სავარაუდო მიზეზი სახლის ძველი ელექტროგაყვანილობაა“ – უყვება გამოცემას რაულ მახარაძე, მერის წარმომადგენელი სხალთის ადმინისტრაციულ ერთეულში.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ, ხანძარი ლოკალიზებულია.

ხუთსულიანი ოჯახი, რომლის 2 წევრიც ბავშვია, დროებით საცხოვრებლად სოფლის ერთ-ერთ ცარიელ სახლში გადაიყვანეს.