საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატები ღარიბაშბილს პარლამენტში იბარებენ

საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატები ანა ბუჩუკური, თეონა აქუბარდია და ხათუნა სამნიძე საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იბარებენ.

„ჩვენ ვიბარებთ მას პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმისთვის, რომ გასცეს კითხვებს პასუხები – თუ რა ვითარებაა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის ერთი წლის თავზე საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაში, რატომ არ იკრიბება ეროვნული უსაფრთხოების საბჭო დადგენილი წესით სამ თვეში ერთხელ მაინც, რატომ არ განიხილავს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს პრემიერი თავის სათათბირო საბჭოში, რატომ არ განაახლა პრემიერმა, რომელსაც პარლამენტში დაპირება ჰქონდა, რომ წარადგენდა ქვეყნისთვის აუცილებელ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ დოკუმენტებს; სად არის დეოკუპაციის საერთო ეროვნული ხედვა, რომელზეც პრემიერი 2020 წლის პირობებში გვესაუბრებოდა?… პრემიერი უნდა წარსდგეს პარლამენტის წინაშე და მოგვახსენოს, რატომ არ შესრულდა ყველა ის დაპირება, რაც უკავშირდება უსაფრთხოებას” – აცხადებენ დეპუტატები.

დეპუტატები ღარიბაშვილს პარლამენტში  24 თებერვალს იბარებენ.