ვაზისუბანში სროლა იყო

ვაზისუბანში, ერთ-ერთ მაღაზიასთან სროლა იყო. მომხმარებელი გამყიდველს სიტყვიერად დაუპირისპირდა, რის შემდეგაც მამაკაცმა შენობის გარეთ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ კაცი ცხელ კვალზე დააკავეს და მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლითაა დაწყებული, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.