კასპში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე კაცი ემსხვერპლა

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ დოესში ხანძრის შედეგად 60 წლამდე კაცი დაიღუპა. ხანძარი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.

ადგილზე მისულ სახანძრო-სამაშველო ბრიგადას კაცი სახლში გარდაცვლილი დახვდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.