დავით არახამია სამსახურს ატოვებინებს თავის მოადგილეს, რომელმაც ომის დროს კიევში ძვირადღირებული სახლი იყიდა

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის” თავმჯდომარე, დავით არახამია თანამდებობიდან ათავისუფლებს თავის მოადილეს, პაველ ხალიმონს, რომელმაც, ომის მიმდინარეობისას, კიევში ძვირადღირებული კერძო სახლი შეიძინა. ამის შესახებ არახამია ტელეგრამის საკუთარ არხზე წერს:

თუ სახალხო დეპუტატი ხარ და ზედმეტი რამდენიმე მილიონი გრივნა გაქვს, შენს ქვეყანას უნდა დაეხმარო. ეს შენი მოვალეობაა. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ეს ქცევა ჩვენს ღირებულებებსა და ხედვას, იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს სახალხო დეპუტატმა ომის დროს, ეთიკურად ეწინააღმდეგება. ამიტომაც, ჩვენი ფრაქციის ხელმძღვანელის მოადგილე პაველ ხალიმონი თანამდებობიდან გათავისუფლდება” – წერს არახამია და სამართალდამცველებს საქმის გამოძიებიკენ მოუწოდებს.