ოკუპანტებმა ბოლო 24 საათში, უკრაინის 8 ოლქი დაბომბეს

ოკუპანტებმა ბოლო 24 საათში, უკრაინის 8 ოლქი, დონეცკი, ხერსონი, ხარკოვი, სუმი, მიკოლაევი, ჩერნიჰავი, ზაპოროჟია და ლუჰანსკი დაბომბეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ოლქების მერების ცნობით, დაბომბვას 5 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 6.

დონეცკის მერის, პავლე კირილიენკოს განცხადებით, დაბომბვას სამი სამოქალაქო პირი შეეწირა, სამი კი დაიჭრა.

ხერსონის ოლქის გუბერნატორის, იაროსლავ იანუშევიჩის ინფორმაციით, ოლქი რუსმა სამხედროებმა 29-ჯერ დაბომბეს, MLR-ის ტიპისა და საარტილერიო ნაღმტყორცნების გამოყენებით. ხერსონში დაბომბვის შედეგად ერთ ადამიანი ემსხვერპლა.

ხარკოვის ოლქში, 24 იანვრის დილით დაიბომბა კუპიანსკი. დაზიანდა კერძო საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ასევე, ქალაქში ფართომასშტაბიანი ხანძარი გამოიწვია.

ზაპოროჟიეს რეგიონალური ადმინისტრაციის ცნობით. რუსული ცეცხლის ქვეშ მოჰყვა 24 დასახლებაში არსებული სამოქალაქო საცხოვრებლები.

23 იანვრის ღამეს სუმის ოლქში დაბომბვას კიდევ ერთი ქალი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.

ლუჰანსკის ოლქში ოკუპანტები  9 დასახლებას დაესხნენ თავს. დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ხოლო მიკოლაევში და ჩერნევის ოლქებში დაბომბვის შედეგად არავინ გარდაცვლილა.