„ვივა მედში” ადასტურებენ, რომ მესამე პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ვივა მედში” ადასტურებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა როგორ მოხდა კლინიკაში მესამე პრეზიდენტის ინფიცირება, ამას ვერ პასუხობენ:

„ტესტი მოვიდა დადებითი. მასთან შედიან ადვოკატები ძირითადად, როგორ მოხდა, მე მზად არა ვარ ამაზე პასუხი გაგცეთ. თანამშრომლებში არავის არ დადასტურებია კოვიდი.” – აცხადებს „მთავარ არხთან” სატელეფონო საუბრისას კლინიკის დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე.

ნახეთ ასევე: მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა | ადვოკატი