რუსთავში დედა-შვილს მანქანა დაეჯახა

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი” ავრცელებს.

6 წლის ბავშვი და 30 წლამდე ქალი კლინიკა „რუსთავში” გადაიყვანეს.

სააგენტოს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და კლინიკიდან გაწერეს, ხოლო ბიჭს მარცხენა ლავიწის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს, რის გამოც კლინიკაში რჩება. მისი მდგომარეობა სტაბილურია.