„ძალას და ფეხქვეშ მყარ მიწას გისურვებთ” | ოპოზიციონერი გონჩარენკოს მილოცვა ზელენსკის

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის დაბადების
დღეს ულოცავს მისი პოლიტიკური ოპონენტი ოლექსეი გონჩარენკო:

„დღეს ზელენსკის დაბადების დღეა.
ზელენსკი საინტერესო ადამიანია. ჩვენ ერთმანეთთან ჩვენებური დამოკიდებულება გვაქვს. ომამდე მითხრეს, რომ მას იმ სამი ადამიანის სიაში ვყავდი შეყვანილი ვისაც ვერ იტანდა. სიაში მე, ბოგდანი და პოროშენკო ვიყავით. 
დამოკიდებულება მხოლოდ ომის დასაწყისში შეიცვალა. დაახლოებით მარტში, მან თავის წრეში თქვა, რომ ზოგიერთი ადამიანის პოზიციით გაოცებული იყო, მათ შორის ჩემი პოზიციით და ჩემი სახელი მაგალითადაც კი მოიყვანა. 
შემდეგ კი  ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ყოველ ორ თვეში ერთხელ, სამართალდამცავი ორგანოები იწყებდნენ ჩემს შემოწმებას და ცდილობდნენ რამე ეპოვათ. ვერ იპოვეს და თავი დამანებეს. როდესაც კოსოვოში გავფრინდი და ბელარუსის ხელისუფლების კრიტიკას დავიწყე, პოლიციამ ძებნა ისევ განაახლა. ასე ვცხოვრობთ.
ახლა არ არის ამაზე საუბრის დრო და მომენტი. ჯერ გამარჯვებას ველოდებით და შემდეგ ვისაუბროთ. ვლადიმერ ალექსანდროვიჩ, გპირდებით, რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც ადრე ან კიდევ უფრო უკეთესად. 
ახლა კი ძალას და ფეხქვეშ მყარ მიწას გისურვებთ.” – წერს უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო.

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს იუბილარია, ის 45 წლის გახდა.