„რაც ეხლა ნაციონალურ მოძრაობაში ხდება, ახალი არ არის…” | ნახეთ წილოსანის დასკვნა

„ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„ის რაც ეხლა ნაციონალურ მოძრაობაში ხდება, ახალი არ არის. ისინი ყოველთვის მსგავს ბინძურ და მდაბიო ომს აწარმოებდნენ ძალაუფლებისთვის, როგორც შიგნით პარტიაში, ასევე გარეთ პოლიტიკაში
ახლა უბრალოდ არსებული რეალობა გამოვიდა სააშკარაოზე, მთელი თავისი შინაარსით და ნამდვილი სახით
პროცესები კი როგორც განვითარდება, ესეც ლოგიკური და კანონზომიერი იქნება” – წერს წილოსანი.