12 წლის ბავშვი ძაღლმა დაგლიჯა

დუშეთში, 12 წლის ბავშვი ძაღლმა დაგლიჯა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბავშვის დედა ავრცელებს.

„დღეს 12 წლის შვილი, დამიგლიჯა დუშეთის კინოსთან ძაღლმა, ეს მერამდენე შემთხვევა ყოფილა ამ ძაღლისგან?! იმ ფოტოს ვერ დავდებ, რეალურად როგორცაა გამოგლეჯილი..” – წერს ბავშვის დედა.