1 თებერვლიდან წალენჯიხის მერია სკოლებში პირველკლასელთა კვებას დააფინანსებს

წალენჯიხის მერია სკოლებში პირველკლასელთა კვებას დააფინანსებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარია გამოყოფილი.

მოსწავლეებს დაურიგდებათ საბანკო ბარათები, რომელსაც კვების ობიექტებსა და მარკეტებში პროდუქტის შესაძენად გამოიყენებენ.

დღიური თანხა საშუალოდ 4 ლარს შეადგენს.

სკოლებში პირველკლასელთა კვებას ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ წალენჯიხის მერია აფინანსებს.