„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” არჩევნებში ამომრჩეველთა რეგისტრაცია დასრულდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნებში ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. სულ 49 756 პირი დარეგისტრირდა.

ხმის მიცემა 28 იანვარს დაიწყება და 30 იანვარს დასრულდება. კენჭისყრა ფარული იქნება.

პარტიის თავმჯდომარეს ბლოკჩეინის სისტემის დახმარებით აირჩევენ.

არჩევნებში მონაწილეობის მიღება მხოლოდ პარტიის მხარდამჭერებს, 18 წლის ასაკიდან ზემოთ პირებს შეუძლიათ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან: ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელია, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე.