გიგი წერეთელი პირველ კომენტარს აკეთებს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევის შემდეგ გიგი წერეთელი პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მისთვის მხარი არ დაუჭერია არც საქართველოს და  რუსეთის დელეგაციას.

“ბევრი ინფორმაცია არსებობს, ბევრი ინფორმაცია ღიაა, ის მიმართვები რომელიც იყო ჩემს საწინააღმდეგოდ, ევროპის სახალხო პარტიის საწინააღმდეგოდ. არ მინდა დღეს ამაზე საუბარი, არავის არ გავუსწორებ ანგარიშს, უბრალოდ გარკვეულ შეფასებებს ვუპასუხებ ნელ-ნელა, ყველაფერი ხომ დღეს არ იქნება. გამოცდილება გროვდება, რაც ვისწავლეთ რაც ვნახეთ, ამას აუცილებლად ჩემს საქმიანობაში გამოვიყენებ და არა მარტო ჩემში. ეს საკითხი როგორც ერთ-ერთი ქრესტომატიული მაგალითი შევა, ალბათ ეუთოს ისტორიაში ან შეიძლება სხვაგანაც, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს ხელისუფლება ქვეყანაში როდესაც ასეთი ვითარებაა”-განაცხადა წერეთელმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ავსტრიელი კრისტინე მუტენინი ორი წლის ვადით აირჩიეს.

კომენტარის დატოვება