ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელის საქმეზე დღეს სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

პროცესს ავთო წერეთელი და ადვოკატები დაესწრნენ. მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კი  განაჩენი პარტია „ლელოს” ოფისში მოისმინეს.

შეგახსენებთ, პირველმა ინსტანციამ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი დამნაშვეებად სცნო თაღლითობაში და 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ხანდაზმულობიდან გამომდინარე ისინი ციხეში ვერ გაუშვა.

საქმე ფულის გათეთრების მუხლით მას შემდეგ აღიძრა, რაც ანაკლიის პორტის ინვესტორებმა პოლიტიკური განცხადებების გაკეთება დაიწყეს.

საბოლოოდ ფულის გათეთრება ვერ დადგინდა.

საქალაქოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს.

ადვოკატები გამამართლებენ განაჩენს, პროკურატურა კი კვალიფიკაციის შეცვლას და სამივე პირის ე.წ. ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნობას ითხოვდა.