რუსთავში, კაცი გარდაცვლილი ნახეს

რუსთავში, მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაციას „ინფო რუსთავი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, მამაკაცი სახლიდან გავიდა და მობილური ტელეფონი გათიშა. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ კი ახლობლებმა ავტოფარეხში გარდაცვლილი ნახეს.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.