ოკუპანტების მორიგი სარაკეტო იერიში ჩასივ იარზე | იწვის სკოლა და კორპუსები

დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ იარში საცხოვრებელ ზონას დაარტყეს. თავდასხმის შედეგად იწვის სკოლა და საცხოვრებელი კორპუსები. ინფორმაციას დონეცკის ოლქის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო ავრცელებს.

„ჩასივ იარი ისევ რუსული სარაკეტო სისტემების ცეცხლის ქვეშაა. რუსებმა საცხოვრებელ უბანს დაარტყეს. იწვის სკოლა, საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლები” – წერს კირილენკო

ცნობისთვის, ჩასივ იარი დღეს რუსმა ოკუპანტებმა ცოტა ხნის წინაც დაბომბეს. დაღუპულია ორი ადამიანი, დაშავებულია 5.