ავტოკატასტროფა ქარელი-რუისის გზაზე – ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტომობილი შეეჯახა | არის მსხვერპლი

ცენტრალურ მაგისტრალზე, ქარელი-რუისის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი და ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავებული 1 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.