უმძიმესი ტრაგედია სამტრედიაში | მრავალსართულიანი კორპუსის სახურავიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა

სამტრედიაში, მრავალსართულიანი კორპუსის სახურავიდან მუშა გადმოვარდა. 45 წლამდე მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, კაცი კორპუსის სახურავზე გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა.

გარდაცვლილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. თვითმხილველები დაკითხვაზე არიან გადაყვანილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.