როდის დაიწყება საგაზაფხულო და სააღდგომო არდადეგები სკოლებში

ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება და 14 მარტამდე გაგრძელდება.

სააღდგომო დასვენება კი 14 აპრილიდან დაიწყება და 17 აპრილამდე გაგრძელდება. სწავლა 18 აპრილიდან განახლდება.

ამ სემესტრში 6 ოფიციალური დასვენების დღე იქნება. ესენია: 3 მარტი, 8 მარტი, 9 აპრილი, 9 მაისი, 12 მაისი და 26 მაისი.

ცნობისთვის, სკოლებში სწავლა 16 იანვარს განახლდა და ეს სემესტრი 15 ივნისამდე გაგრძელდება.