ხანძარი დიდ დიღომში | დაიწვა საცხოვრებელი სახლი

დიდ დიღომში ხანძარი იყო. ინფორმაციას Prime Time ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი და სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.