„ფიქსირდება არასასურველი დინამიკა” – „ემპათიაში” საგანგებო შეხვედრა იმართება

პოლიტპატიმარი პრეზიდენტის სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე, ცენტრ „ემპათიას” წარმომადგენლები საგანგებო შეხვედრას მართავენ.

როგორც ლალი ჯავახიშვილი ამბობს, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და ფიქსირდება მთელი რიგი არასასურველი დინამიკა:

„აღმოჩნდა, რომ მთელი რიგი არასასურველი დინამიკა დაფიქსირებული. ჩვენ გავხდით ვალდებული და იძულებული ეს ყველაფერი აგვესახა დამატებითი ინფორმაციის სახით, ძველი დასკვნების ნაწილი გაფართოვდა, დაემატა ახალი პუნქტები, რაზეც ცხადია, ჩვენს სასამართლოზე ვიმსჯელებთ. თითოეული ჩვენგანი ვითხოვდით პაციენტის საზღვარგარეთ დაუყოვნებლივ გადაყვანას, უცხოეთის რომელიმე შესაბამის კლინიკაში, იქ დიაგნოსტიკას და შემდეგ, მკურნალობის გაგრძელებას” , – განაცხადა ლალი ჯავახიშვილმა.