დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში ოკუპანტები მათ მიერ დაზიანებულ კორპუსებს ანგრევენ
დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში, ოკუპანტები ომის შედეგად დაზიანებულ სახლებს ანგრევენ და ასე ცდილობენ, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის კვალი დამალონ. ფოტო-ვიდეო მასალას უკრაინული მედია ავრცელებს.
მანამდე, 16 იანვარს, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის დრამატული თეატრი დაანგრიეს – დარჩა მხოლოდ ერთი კედელი. „ქალაქი გაჩერების გარეშე იქცევა სამშენებლო ნამსხვრევების უდაბნოდ” – დაწერა მაშინ ანდრიუშჩენკომ.
ცნობისთვის, მარიუპოლის დრამატული თეატრი, რომელიც ბომბის თავშესაფრად გამოიყენებოდა, ოკუპანტებმა 2022 წლის 16 მარტს დაბომბეს, რასაც 300 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.