ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონია

საქართველოს სახელით მოასპარეზე 20 წლის ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონია. ფინეთის ქალაქ ესპოოში მიმდინარე ევროპირველობაზე გუბანოვამ ფინალურ ეტაპზე 23 მონაწილეს აჯობა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგა.

ეს ფიგურული გიგურაობაში პირველი ქართული ოქროა. აქამდე, ევროპის ჩემპიონატებზე საქართველოს სულ 3 მედალი ჰქონდა მოპოვებული და სამივე ბრინჯაო: ორჯერ ეს ელენე გედევანიშვილის (2010, 2012) გაუკეთებია, ერთხელაც – მორის ყვითელაშვილის (2020).

გუბანოვა მოკლე პროგრამის შემდეგ 69.81 ქულით ლიდერობდა, რასაც თავისუფალ პროგრამაში კიდევ 130.10 ქულა დაუმატა, ორჭიდის ჯამში კი, 199.91 ქულა დააგროვა და უახლოეს მეტოქეს, ბელგიელ ლუნა ჰენდრიქსს (193.45) სოლიდური უპირატესობით აჯობა