ხანძარი რუსთავში | ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში ხანძარი იყო. ცეცხლი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე გაჩნდა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი” ავრცელებს.

შემთხვევის დროს სახლში, შუახნის ქალბატონი იმყოფებოდა, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და რამდენიმე სახანძრო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.

ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.