დღეს, 11:00 საათზე, საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს, 11:00 საათზე გაიმართება. უკიდურესად დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პროცესს თავად მესამე პრეზიდენტი ვერ დაესწრება.

დღევანდელ პროცესზე ცენტრ „ემპათიას” ექსპერტები გამოიკითხებიან.

სხდომის პარალელურად სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები, ასევე მესამე პრეზიდენტის გულშემატკივრები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბებიან.