ხმებსაც, სკამებსაც და წიწილებსაც შემოდგომაზე ითვლიან, მე მაქვს ამბიცია…

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი დარწმუნებულია, რომ მომავალ პარლამენტში პარტია სერიოზული წარმომადგენლობით იქნება წარმოდგენილი და ამბობს, რომ ამის ამბიცია ნამდვილად აქვს.

-„ინფორმაციაც მაქვს და ამბიციაც, რომ საქართველოს მომავალ პარლამენტში „თავისუფალი დემოკრატები“ შევლენ ძალიან ძლიერად.  ადგილების და როლების განსაზღვრაზე საუბარი უადგილოა, როგორ განვითარდება მოვლენები 8 ოქტომბრამდე დრო გვიჩვენებს. დღეს გვაქვს ახალი ლოგოს პრეზენტაცია და წარვადგენთ თბილისის კანდიდატებს.

ხმებსაც, სკამებსაც და წიწილებსაც შემოდგომაზე ითვლიან, მე დარწმუნებული ვარ, „თავისუფალი დემოკრატები“ ძალიან სერიოზულად იქნება წარმოდგენილი პარლამენტში“-აცხადებს პეტრიაშვილი.

კომენტარის დატოვება