126 650 განადგურებული ოკუპანტი | რუსეთის საბრძოლო დანაკარგები უკრაინაში

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 126 650 (+490) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24 თებერვლიდან 2023 წლის 30 იანვრამდე ასეთია:

ტანკები – 3 201 (+4), ჯავშანტექნიკა – 6 369 (+3), საარტილერიო სისტემები – 2 196 (+1), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 453 (+0), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 221 (+0), თვითმფრინავი – 293 (+0), ვერტმფრენები – 284 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1947 (+0), ფრთოსანი რაკეტები – 796 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5 041 (+4), სპეციალური ტექნიკა – 199 (+0).