ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში 129 870 ჯარისკაცი დაკარგა | გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 129 870 (+840) ჯარისკაცი დაკარგა.

უკრაინაში ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი 24 თებერვლიდან 2023 წლის 3 თებერვლამდე ასეთია:

ტანკები – 3 215 (+4), ჯავშანტექნიკა – 6 388 (+6), საარტილერიო სისტემები – 2 215 (+3), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 460 (+2), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 222 (+1), თვითმფრინავი – 294 (+1), ვერტმფრენები – 284 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1952 (+1), ფრთოსანი რაკეტები – 796 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5 068 (+4), სპეციალური ტექნიკა – 202 (+2).