ოკუპანტებმა ხერსონი ისევ დაბომბეს | არის მსხვერპლი

ოკუპანტებმა ხერსონი 2 თებერვლის ღამეს ისევ დაბომბეს. ინფორმაციას ხერსონის რეგიონული ადმინისტრაცია Telegram-ზე ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსი სამხედროები ხერსონს 13-ჯერ დაესხნენ თავს.

დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 9. დაშავებულებს შორისაა 5 წლის ბიჭი, იგი ხერსონის საავადმყოფოში გადაიყვანეს.