კოჯორში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

კოჯორში დაკარგული 33 წლის ბაჩო ქართველიშვილი, რომელსაც ოჯახი და ახლობლები ეძებდნენ, გარდაცვლილი ნახეს.

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი სამძებრო სამუშაოების დროს ქოროღლის ციხის მიმდებარედ გვიან ღამით იპოვეს.

გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

ცნობისთვის, 33 წლის გიორგი (ბაჩო) ქართველიშვილი ტურისტული კომპანია “ჯორჯიან ჰოლიდეის” გენერალური დირექტორი იყო.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.