“რუსეთმა უკრაინასთან ბრძოლაში არ უნდა გაიმარჯვოს!” | მაკრონი

“რუსეთმა უკრაინასთან ბრძოლაში არ უნდა გაიმარჯვოს!” – ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა, პარიზში საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

აუდიენციას  გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლციც, ესწრებოდა.

„ჩვენ მიზანმიმართული ვართ, გავუწიოთ დახმარება უკრაინას ყველა ლეგიტიმური და კანონიერი საშუალებით, რათა მან გამარჯვებას მიაღწიოს. აღნიშნული სიტუაცია, რაც უკრაინაშია, მთლიანად ევროპის მომავალზე გავლენას ახდენს.

უკრაინა ამ დროისთვის იბრძვის არა მარტო მისი ქვეყნიოს გადარჩენისთვის, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის. ამის გამო მას გვერდში ვუდგავართ.

უკრაინას შეუძლია, ჰქონდეს საფრანგეთის, ასევე სხვა ევროპელი პარტნიორის იმედი, რათა ეს ომი მოიგოს.

რუსეთმა უკრაინასთან ბრძოლაში არ უნდა გაიმარჯვოს“ – განაცხადა მაკრონმა.