“არ მოგვცემენ სტატუსს და თავისთვის დაიტოვონ” | კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ თუ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს არ მიანიჭებენ, შეუძლიათ, სტატუსი “თავისთვის დაიტოვონ”:

“თუ მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული არმიცემასთან დაკავშირებით სტატუსის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, ყველაფერს აკეთებს ამ რთულ გზაზე ევროინტეგრაციის ნაწილში, ნუ არ მოგვცემენ, თავისთვის დაიტოვონ ეგ სტატუსი.” , – განაცხადა კალაძემ.